ავტორიზაცია

ოფიციალურად: არსენალს გამოკვეთილი ლიდერი ტოვებს და მშობლიურ გუნდში ბრუნდება

ოფიციალურად: არსენალს გამოკვეთილი ლიდერი ტოვებს და მშობლიურ გუნდში ბრუნდება
თარიღი 03 ივნ 2022, 17:16

"არსენალს" გუნდის გამოკვეთილი ლიდერი ტოვებს და ბრუნდება იმ გუნდში, საიდანაც საფეხბურთო სამყარომ გაიცნო.

ალექსანდრ ლაკაზეტს "მეთოფეებთან" კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და თავისუფალი აგენტის სტატუსით "ლიონს" შეუერთდება.  ეს ინფორმაცია ლონდონური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამაც დაადასტურა.

"ის დიდებული ფეხბურთელი იყო ჩვენთვის. ლაკა როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმაც გამორჩეული იყო და განსაკუთრებით დადებითი გავლენა ჰქონდა ახალგაზრდა ფეხბურთელებზე. მას და მის ოჯახს კარიერის შემდეგ ეტაპზე, ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ." - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი ფორვადი ბრიტანულ გუნდში 2017 წელს გადაბარგდა, სადაც 206 მატჩი ჩაატარა და თავი 71 გატანილი გოლით გამოიჩინა.