ავტორიზაცია

ოფიციალურად: ვალენსიამ ხოსე ბორდალასი გაათავისუფლა და მას ჯენარო გატუზო შეცვლის

ოფიციალურად: ვალენსიამ ხოსე ბორდალასი გაათავისუფლა და მას ჯენარო გატუზო შეცვლის
თარიღი 03 ივნ 2022, 18:42

"ვალენსიამ" გუნდის მთავარი მწვრთნელი ხოსე ბორდალასი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ამ საკადრო ცვლილებას ბევრი საფებხურთო წყარო და თვითონ გუნდის ოფიციალური პირებიც ადასტურებენ. ესპანელ სპეციალისტს იტალიელი ჯენარო გატუზო ჩაანაცვლებს, რომელსაც საკმაოდ დიდი სამწვრთნელო გამოცდილება დაუგროვდა. ის წვრთნიდა "მილანს" და "ნაპოლის", ხოლო ბოლო პერიოდში, სერია ბ-ში მოასპარეზე "კომოს" თავკაცობდა. რინოს დანიშვნა ამ კვირაში გადაწყდა, როდესაც ის სინგაპურში "ღამურების" პრეზიდენტს პიტერ ლის შეხვდა.

ბორდალასის მთავარი მიღწევა გუნდის ესპანეთის თასის ფინალში გაყვანაა, სადაც "რეალ ბეტისთან" დამარცხდა. "ვალენსიამ" ლა ლიგის 2021/22 წლის სეზონი სატურნირო ცხრილის მე-9 პოზიციაზე დაასრულა.