არსენალი არსენ ვენგერს ძეგლის დადგმას უპირებს
"არსენალი" საკუთარი სტადიონის სიახლოვეს, ყოფილი მწვრთნელის ძეგლის დადგმას აპირებს.
საუბარია არსენ ვენგერზე, რომელიც ამ დრომდე, ჩრდილოეთ ლონდონური კლუბის ყველაზე წარმატებულ დამრიგებლად ითვლება. Gunnerblog-ზე დაყრდნობით, ტონი ადამსის, ტიერი ანრის და დენის ბერკამპის შემდეგ, ლეგენდარული ფრანგი სპეციალისტის სახელის უკვდავყოფაც მოხდება და "მეთოფეთა" მოედნის მიმდებარე ტერიტორიას ახალი ძეგლი შეემატება.
შეგახსენებთ, რომ ვენგერმა ლონდონური გუნდის რიგებში 3 პრემიერ ლიგა, 7 FA Cups და Community Shields მოიგო. ასევე, მან გუნდის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაყვანაც შეძლო 2006 წელს, მაგრამ "ბარსელონასთან" ანგარიშით 2-1 დამარცდნენ.