ავტორიზაცია

პატო:" ანჩელოტი ვარჯიშებზე ვერტმფრენით მოდიოდა და ჯეიმს ბონდივით გადმოდიოდა"

პატო:" ანჩელოტი ვარჯიშებზე ვერტმფრენით მოდიოდა და ჯეიმს ბონდივით გადმოდიოდა"
თარიღი 03 ივნ 2022, 22:27

„მილანის“ ექს-ფორვარდმა ალეშანდრე პატომ კარლო ანჩელოტი ჯეიმს ბონდს შეადარა.

„ანჩელოტი ჩემთვის მამასავით იყო, მან თავის ძაღლსაც კი „პატო“ დაარქვა.

მისი ფოტო თუ ნახეთ „რეალის“ საჩემპიონო მსვლელობიდან? მილანში ის ვარჯიშებზე ვერტმფრენით ჩამოდიოდა.

ის პარმაში ცხოვრობდა, მისი მეუღლე კი ვერტმფრენს კარგად ატარებდა. თუ ვინმე ცხოვრობს კარგი სტილით - ნამდვილად კარლო ანჩელოტი, ის ვერტმფრენიდან ჯეიმს ბონდივით გადმოდიოდა.“ - აღნიშნა ბრაზილიელმა.

კარლო ანჩელოტი ისტორიაში პირველი მწვრთნელი გახდა, რომელმაც მწვრთნელის რანგში 4 ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ორი „მილანთან" ერთად და ორიც - „რეალთან".

ცნობისთვის, ის ასევე ერთადერთია, რომელმაც ტოპ-5 ჩემპიონატებიდან ყველა აქვს მოგებული.