ავტორიზაცია

ბაიერნის წამყვანი სატრასნფერო სკაუტი დორტმუნდის ბორუსიაში გადადის

ბაიერნის წამყვანი სატრასნფერო სკაუტი დორტმუნდის ბორუსიაში გადადის
თარიღი 03 ივნ 2022, 22:31

„ბაიერნის“ წამყვანი სკაუტი დორტმუნდის „ბორუსიაში“ გადადის.

1 ივლისიდან ლორენ ბიუსერი მუშაობას უკვე „ფუტკრების“ შემადგენლობაში შეუდგება.

სკაუტს სატრანსფერო ინდუსტრიაში ძალიან კარგი რეპუტაცია აქვს, განსაკუთრებით კარგად აქვს მას ათვისებული ფრანგული ბაზარი.

„ბაიერნში“ ის სელექციის ხელმძღვანელ მარკო ნეპესთან მჭიდროდ მუშაობდა, თუმცა ამ სეზონის შემდეგ „ბორუსიაში“ გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

ცნობისთვის, იმავე კვალს გაყვა „ბაიერნის“ ცენტრალური მცველი ნიკლას სულეც, რომელიც ახალ სეზონს „ბვბ-ს“ შემადგენლობაში დაიწყებს.