ავტორიზაცია

ტოტენჰემი მზადაა ნიდერლანდელი შემტევი აიაქსში გაუშვას, თუმცა გუნდები ვერ თანხმდებიან

ტოტენჰემი მზადაა ნიდერლანდელი შემტევი აიაქსში გაუშვას, თუმცა გუნდები ვერ თანხმდებიან
თარიღი 03 ივნ 2022, 22:33

„ტოტენჰემი“ მზადაა ნიდერლანდელი ნახევარმცველი სტივენ ბერგვეინი გაყიდოს.

ESPN-ს ინფორმაციით, ლონდონური კლუბი მზადაა 24 წლის ფეხბურთელს 25 მილიონ ევროდ შეელიოს.

თავად ნიდერლანდელს სამშობლოში დაბრუნება და კარიერის გაგრძელება „აიაქსში“ სურს, რომელიც მისით სერიოზულად ინტერესდება.

თუმცა, იმისთვის, რომ ეს ტრანსფერი რეალობად იქცეს, რომელიმე გუნდი დათმობაზე უნდა წავიდეს - „აიაქსს“ ბერგეინის შეძენა ნამდვილად სურს, თუმცა 20 მილიონ ევროზე ოდნავ ნაკლებს იხდის.

„დეზებმა“ ფეხბურთელი 2020 წლის ზამთარში „პსვ-დან“ 32 მლნ ევროდ გადაიბირეს.