ავტორიზაცია

მოულოდნელი ლიდერი, ვინისიუსი მეხუთეა! Goal.com-მა სეზონის საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა

მოულოდნელი ლიდერი, ვინისიუსი მეხუთეა! Goal.com-მა სეზონის საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა
თარიღი 03 ივნ 2022, 23:06

Goal.com-მა ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატების საუკეთესო დრიბლიორების რეიტინგი შეადგინა.

ბევრისთვის მოულოდნელად, სეზონის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და პირველ ადგილზე გავიდა „ნიუკასლის“ ფრანგი შემტევი, ალან სენ-მაქსიმენია, რომელმაც მეტოქე წარმატებით 150-ჯერ ჩამოიტოვა.

მან თავისი თანამემამულე კილიან მბაპე ჩამოიტოვა (112), მესამე პოზიციაზე კი ადამა ტრაორე გავიდა (107).

მეოთხე ადგილზე „მილანის“ შემტევი რაფაელ ლეაუა (98), ხუთეულში ბოლო ადგილს კი „რეალის“ მარცხენაფლანგელი ვინისიუსი ჯუნიორმა (95) დაიკავა.