ავტორიზაცია

VIDEO: სენსაცია სტად დე ფრანსზე - ბენზემას გოლმა საფრანგეთი დანიასთან მარცხისგან ვერ იხსნა

თარიღი 04 ივნ 2022, 00:51

უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საფრანგეთი შინ დანიასთან დამარცხდა.

შეხვედრა სტადიონ „სტად დე ფრანსზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

ანგარიში 51-ე წუთზე კარიმ ბენზემამ კრისტოფერ ნკუნკუს პასით გახსნა და მასპინძლები დააწინაურა, თუმცა 59-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა კორნელიუსმა 68-ე და 88-ე წუთებზე დუბლი შეასრულა და სტუმრებს მოულოდნელი მარცხი აგემა.

მიმოხილვა იტვირთება.