ავტორიზაცია

VIDEO: ლუი ვან გაალის ხმაურიანი რე-დებიუტი! ჰოლანდიამ სტუმრად ბელგია არ დაინდო

თარიღი 04 ივნ 2022, 00:53

უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ჰოლანდიამ სტუმრად ბელგიის ნაკრები გაანადგურა.

შეხვედრა ბელგიაში გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 4:1 დასრულდა.

ნიდერლანდების რიგებში დუბლი მემფის დეპაიმ შეასრულა, თითო-თითო გოლი კი დენზელ დუმფრისმა და სტივენ ბერგვაინმა გაიტანეს და ლუი ვან გაალის გუნდს დიდი გამარჯვება მოუტანეს.