ავტორიზაცია

ბაჯო: "სკანდალია, სიგიჟედ მეჩვენება, იტალიის ნაკრებისთვის უდიდესი ფსიქოლოგიური დარტყმაა"

ბაჯო: "სკანდალია, სიგიჟედ მეჩვენება, იტალიის ნაკრებისთვის უდიდესი ფსიქოლოგიური დარტყმაა"
თარიღი 04 ივნ 2022, 12:50

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელის, რობერტო ბაჯოს აზრით, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წესები უნდა შეიცვალოს.

"ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ იტალიამ ევრო 2020-ის მოგებით მუნდიალის საგზური პირდაპირ ვერ გაინაღდა. წესები უნდა შეიცვალოს", - ციტირებს "სკუადრა აძურას" ექს-თავდამსხმელის სიტყვებს Marca.

"ეს სკანდალია, სიგიჟედ მეჩვენება. ამ ბიჭებმა ჯილდო დაიმსახურეს თუ არა? არ ვიცი, როგორი რეაქცია მექნებოდა, მათ ადგილას რომ ვყოფილიყავი".

"ეს ცუდი რამაა, რასთან შეგუებაც რთულია, რადგან ერთ მატჩში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ერთი თამაში ვერ წავიდა გეგმის მიხედვით და სახლში რჩები?".

"ამ გუნდს დიდი ტალანტი აქვს, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერგასვლამ დარტყმა მიაყენა. უდიდესი ფსიქოლოგიური დარტყმაა. სიმშვიდესთან დაკავშირებით, ამ ორ გუნდს (იტალია და არგენტინა) შორის დიდი განსხვავება იყო", - დასძინა ბაჯომ.