"თუ რონალდუ დარჩება, მანჩესტერი კიდევ ერთ წელს ფუჭად დაკარგავს", - არსენალის ექს-ფეხბურთელი
„არსენალის“ ექს-ფეხბურთლმა, პოლ მერსონმა, დასრულებულ სეზონში რონალდუს პერფომანსი შეაჯამა.
„რონალდუ, ალბათ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელმაც გულშემატკივრებს იმედი არ გაუცრუვა, მისი ინდივიდუალური მაჩვენებლები გაიზარდა და ის ყველაზე სტაბილური ფეხბურთელი იყო.
თუმცა, რონალდუ გოლებს იტანდა, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ის გუნდს ძალიან დაეხმარა. ახალ მწვრთნელს დიდი შრომა მოუწევს. თუ კრიშტიანუ კიდევ ერთი წლით დარჩება, ეს გეგმის გარეშე კიდევ ერთი წლის დაკარგვა იქნება.
თუ რონალდუ მომდევნო სეზონში კარგად ითამაშებს, მაგრამ „ემიუ“ მესამე ადგილს დასჯერდება, ეს დროის მორიგი კარგვა იქნება, იმიტომ რომ კრიშტიანუ წავა.
„ემიუს“ მომავლის გეგმა სჭირდება და რაც უფრო ადრე დაფიქრდება კლუბი ამაზე, მით უკეთესი.“ - აღნიშნა მერსონმა.