ბეილი: "დავასრულებ თუ არა კარიერას, თუ უელსი მუნდიალზე ვერ გავა?"

გარეტ ბეილმა ისაუბრა, რამდენად არის ალბათობა იმისა, რომ ზაფხულში მან საფეხბურთო კარიერა დაასრულოს.
„ვფიქრობ, ეს ძალიან ნაკლებსავარაუდოა.“ - აღნიშნა ნახევარმცველმა, რომელიც „რეალს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს.
კითხვაზე, არის თუ არა დამოკიდებული უელსის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაზე: „სულაც არ არის აუცილებელი. როგორც ადრე ვთქვი, არ ვიციკლები იმაზე, რა მელის მომავალში.
ჩემი ყურადღება გამახვილებულია მნიშვნელოვან მატჩზე, რომელიც ხვალ გველის.“ - აღნიშნა უელსელმა.
მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ფინალში უელსის ნაკრები უკრაინას დაუპირისპირდება.