ავტორიზაცია

გატუზო: "თუ რასისტი ვარ, ნაპოლიში ბაკაიოკო რატომ მივიყვანე? ჩემზე კლავიატურას ამოფარებულმა ხალხმა რა უნდა იცოდეს"

გატუზო: "თუ რასისტი ვარ, ნაპოლიში ბაკაიოკო რატომ მივიყვანე? ჩემზე კლავიატურას ამოფარებულმა ხალხმა რა უნდა იცოდეს"
თარიღი 05 ივნ 2022, 00:20

ჯენარო გატუზო სოციალურ ქსელში მორიგი შეტევის მსხვერპლი გახდა.

ამჯერად, როგორც ჩანს, იტალიელ მწვრთნელს „ვალენსიას“ ფანებმა შეუტიეს, რომლებიც მისი გუნდში მოახლოვებული დანიშვნით უკმაყოფილონი დარჩნენ. თუმცა, „რინომ“ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არასდროს ყოფილა რასისტი და არც ლგბტ-საზოგადოება დაუმცირებია.

„ჩემზე ჩემი ისტორია საუბრობს. რასისტი ვარ? ჰომოფობი? ქსენოფობი? გიჟები ხომ არ ვართ? დროაა, დავმშვიდდეთ.

თუ რასისტი ვარ, ბაკაიოკო „ნაპოლიში“ რატომ მივიყვანე? ბევრი შავკანიანი ფეხბურთელი ჩემი მეგობარი იყო.

რა უნდა იცოდეს ჩემზე ხალხმა, რომლებიც კლავიატურას და ფეიკ-პროფილებს არიან ამოფარებულები? მე პატარა ქალაქიდან ვარ, შოტლანდიაში ვთამაშობდით. იცით, რამდენს ნიშნავს სამხრეთელისთვის იტალიის ფარგლებს გარეთ აღმოჩენა და დამტკიცება, რომ მას გადარჩენა შეუძლია?

მე კარიერა დიდი შრომის, თავდადების და ოფლის შედეგად ავიწყვე. არავის ჩემთვის არაფერი უჩუქებია და არავის მივცემ უფლებას, ჩემ საქმეში ამ ცრუ ბრალდებებით ჩაერიოს.“ - აღნიშნა გატუზომ.