ავტორიზაცია

VIDEO: იტალიამ და გერმანიამ ბოლონიაში გამარჯვებული ვერ გამოავლინეს

თარიღი 05 ივნ 2022, 00:54

იეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს.

შეხვედრა ბოლონიაში გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა.

მატჩში ანგარიში 70-ე წუთზე ლორენცო პელეგრინიმ გახნა, სამ წუთში კი იოზუა კიმიხმა წონასწორობა აღადგინა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ჯგუფში გერმანია და იტალია უნგრეთთან და ინგლისთან ერთად არიან, რომლებმაც თავიანთი მატჩი დღეს ჩაატარეს და უნგრელებმა სენსაციურად 1:0 მოიგეს.