ავტორიზაცია

მანჩესტერი და ნიუკასლი იუვენტუსის ფეხბურთელის აგენტს დაუკავშირდნენ

მანჩესტერი და ნიუკასლი იუვენტუსის ფეხბურთელის აგენტს დაუკავშირდნენ
თარიღი 05 ივნ 2022, 11:50

ნახევარმცველმა ადრიენ რაბიომ შესაძლოა „იუვენტუსი“ დატოვოს და პრემიერ ლიგაში გადაბარგდეს.

როგორც ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება, ფეხბურთელის დეადს, რომელიც ასევე მისი აგენტიცაა, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ნიუკასლი“ დაუკავშირდნენ.

„იუვენტუსი“ მზადაა, ფრანგი ფეხბურთელი 15 მილიონ ევროდ გაყიდოს, რადგან ის გუნდის მთავარი მწვრთნელის, მაქს ალეგრის გეგმებში არ შედის და გარდა ამისა, ერთ წელიწადში კონტრაქტიც ეწურება.

დასრულებულ სეზონში რაბიომ 32 მატჩი ჩაატარა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა, „იუვენტუსში“ ის „პსჟ-დან“ უფასოდ გადავიდა.