ავტორიზაცია

რას წერენ ბულგარელი გულშემატკივრები საქართველოსთან მატჩის წინ?

რას წერენ ბულგარელი გულშემატკივრები საქართველოსთან მატჩის წინ?
თარიღი 05 ივნ 2022, 11:53

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები ბულგარეთს დაუპირისპირდება.

პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა გიბრალტართან მოიგო, ბულგარეთმა კი მაკედონიასთან ფრე ითამაშა.

საინტერესოა, რას წერენ ბულგარელი გულშემატკივრები საქართველოსთან მატჩის წინ.

"დღეს მინიმუმ 3-ბურთიანი სხვაობით უნდა მოვიგოთ"

"დროა, გამარჯვებები დავიწყოთ და ეს გამარჯვებები დღეიდან დაიწყება"

"ისე ცუდად ვთამაშობთ, სტადიონზე მოსასვლელად ფულს აქეთ უნდა გვიხდიდეთ"

"დღესაც თუ ვერ მოვიგებთ, შტაბში ცვლილებების დროა!"

"თუ ჯგუფიდან გასვლა გვინდა, საქართველოს აუცილებლად უნდა მოვუგოთ"

GOAL.GE ბულგარეთიდან