ავტორიზაცია

მიზეზი, რომლის გამოც დიბალას ტრანსფერი ტოტენჰემში გამოირიცხა

მიზეზი, რომლის გამოც დიბალას ტრანსფერი ტოტენჰემში გამოირიცხა
თარიღი 05 ივნ 2022, 11:56

„იუვენტუსის“ შემტევი პაულო დიბალას გუნდს ოფიციალურად 30 ივნისს დატოვებს, მას შემდეგ რაც კონტრაქტი ამოეწურება.

არგენტინელ ფეხბურთელზე პრეტენზიას არაერთი ევროპული გრანდი აცხადებს, როგორც იტალიური (ინტერი), ისევე ევროპულებიც. გაისმა ლონდონის „ტოტენჰემის“ სახელიც.

თუმცა, Daily Mail-ის ინფორმაციით, ანტონიო კონტეს გუნდმა დიბალას ტრანსფერზე უარი მას შემდეგვე თქვა, რაც ფეხბურთელის მოთხოვნები მოისმინა.

კერძოდ, არგენტინელს კვირაში დაახლოებით 280 ათასი ფუნტის მიღება სურს, რისი გადახდის საშუალებაც „ტოტენჰემს“ არ აქვს. შესაბამისად, ფეხბურთელის ჩრდილოეთ ლონდონში გადასვლა გამოირიცხა.

ყველაზე მეტად დიბალას ტრანსფერის საკითხზე, ამ ეტაპზე, „ინტერი“ აქტიურობს.