ავტორიზაცია

ფოტო: გიორგი მამარდაშვილი ვალენსიადან ხოსე ბორდალასის გათავისუფლებას გამოეხმაურა

ფოტო: გიორგი მამარდაშვილი ვალენსიადან ხოსე ბორდალასის გათავისუფლებას გამოეხმაურა
თარიღი 05 ივნ 2022, 12:02

„ვალენსიას“ ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი, გუნდის მთავარი მწვრთნელის, ხოსე ბორდალასის გათავისუფლებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„მადლობა ყველაფრისთვის, მისტერ.“ - წერს მამარდა „ინსტაგრამ სთორიში“.

ცნობისთვის, ბორდალასი მამარდაშვილის კარიერისთვის მართლაც მნიშვნელოვანი მწვრთნელი გამოდგა - მან საქართველოს ეროვნული ლიგიდან ესპანეთის ლა ლიგაში გადასულ ახალგაზრდა მეკარეს ნდობა გამოუცხადა და პირველ მეკარედაც კი აქცია.

შეგახსენებთ, რომ უდიდესი ალბათობით, ბორდალასს ჯენარო გატუზო შეცვლის.

May be an image of 4 people, people playing sports, people standing and text that says 'gmamardashvili25 6m See translation S/ 2 Gracias por todo Mister!!! @jose.bordalas'