ავტორიზაცია

რეალი და მონაკო შეთანხმებას უახლოვდებიან, მაგრამ პსჟ საქმეში ჩარევას ცდილობს

რეალი და მონაკო შეთანხმებას უახლოვდებიან, მაგრამ პსჟ საქმეში ჩარევას ცდილობს
თარიღი 05 ივნ 2022, 17:08

ორელიან ჩუამენი „რეალში“ გადასვლასთან ახლოსაა, მაგრამ „პსჟ“ ტრანსფერის ჩაშლას ცდილობს.

Goal.com-ის ინფორმაციით, მადრიდული კლუბი „მონაკოსთან“ 22 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის შეთანხმებასთან ახლოსაა.

თუმცა, მოლაპარაკებებში „პსჟ“ ჩაერია და ახლა „მონაკომ“ ფინანსური მოთხოვნები გაზარდა.  თავის მხრივ, „რეალი“ ცდილობს ფეხბურთელის ფასი მაქსიმალურად შეამციროს, თუმცა მადრიდელები ხვდებიან, რომ ბევრ კლუბს შეუძლია მათზე მეტის გადახდა.

ფრანგი „რეალში“ გადასვლაზეა ორიენტირებული, თუმცა „პსჟ-ს“ ფორვარდი კილიან მბაპე და მომავალი სპორტული დირექტორი ლუიშ კამპუში ცდილობენ, აზრი შეაცვლევინონ. „პსჟ-ს“ წარმომადგენლები არ ნებდებიან მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელმა „რეალში“ გადასვლის მიზანი დიდი ხნის წინ დაისახა.

ეს კვირა ფეხბურთელის მომავალის საკითხში შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს. „მონაკოს“ და „რეალი“ პოზიციები მოლაპარაკებებში ახლოვდება, თუმცა „პსჟ“ ბოლომდე აპირებს ბრძოლას.