ავტორიზაცია

არსენალი იტალიის ნაკრების წევრის გაფორმებას ცდილობს - მეთოფეებმა პირველი შეთავაზებაც გააკეთეს

არსენალი იტალიის ნაკრების წევრის გაფორმებას ცდილობს - მეთოფეებმა პირველი შეთავაზებაც გააკეთეს
თარიღი 05 ივნ 2022, 18:22

იტალიის ნაკრების წევრს ინგლისური პრემიერ ლიგიდან სერიოზული მსურველი ჰყავს, რომელმაც კონკრეტული შეთავაზებაც გააკეთა.

იტალიელი ჟურნალისტი დანიელე ლონგო წერს, რომ "არსენალმა" "სასუოლოს" 35 მილიონიანი წინადადებით მიმართა ჯანლუკა სკამაკას შეძენის თაობაზე. იტალიური გუნდის გენერალური დირექტორი, ჯოვანი კარნევალი დასახელებული თანხით კმაყოფილი არ არის და ახალგაზრდა ფორვარდის სანაცვლოდ 40 მილიონს და + ბონუსებს მოითხოვს. 

23 წლის თავდამსხმელის გაფორმებით დაინტერესებულია "ინტერიც", მაგრამ "ნერაძურის" მთავარ პრიორიტეტებად პაულო დიბალა და რომელუ ლუკაკუ ჰყავს. შეგახსენებთ, რომ "მეთოფეთა" რიგები დატოვა ალექსანდრ ლაკაზეტემ, რომლის პოტენციურ შემცვლელსაც ბრიტანულმა გუნდმა სერია ა-ში მიაგნო.