VIDEO: ქართული შოუ ბულგარეთში — მორიგი განადგურებული მეტოქე და პირველი ადგილი!
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის ეგიდით, საქართველოს ეროვნული ნაკრები ბულგარეთს ესტუმრა.
აღნიშნული შეხვედრა ჩვენმა გუნდმა გამანადგურებელი ანგარიშით მოიგო - 5:2.
ანგარიში მე-4 წუთზე ზურიკო დავითაშვილმა გახსნა, 31-ე წუთზე კი მასპინძელთა მცველმა, ანდრეა ხრისტოვმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ჩვენი უპირატესობა ორამდე გაიზარდა.
50-ე წუთზე ათანას ილიევის ზუსტი დარტყმით ბულგარელებმა სხვაობა შეამცირეს, თუმცა 52-ე და 58-ე წუთებზე მათი კარის ბადე კიდევ ორჯერ შეირხა - ჯერ ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა, შემდეგ კი ხვიჩა კვარაცხელიამ.
70-ე წუთზე სხვაობა კიდევ უფრო გამანადგურებელი გახდა - თავისი გოლი ვაკო ყაზაიშვილმაც შეაგდო.
საბოლოო შედეგი 83-ე წუთზე მასპინძლების ნახევარმცველმა, ილიან სტეფანოვმა დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ 94-ე წუთზე მეექვსე გოლის გატანაც შეგვეძლო, თუმცა ნიკა კვესკვესკირმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა გააცუდა.
ამ გამარჯვების შემდეგ, ერთა ლიგის C დივიზიონის მე-4 ჯგუფში ერთპიროვნულად გავლიდერდით - ჩვენს აქტივში 6 ქულაა, ხოლო მეორე ადგილზე 4 ქულით ჩრდილოეთ მაკედონიაა, რომელსაც 9 ივნისს ვესტუმრებით.
GOAL.GE ბულგარეთიდან