ავტორიზაცია

კარიერაში მეორე პენტა-თრიქი — პირველად როდის გაიტანა მესიმ ერთ მატჩში 5 გოლი?

კარიერაში მეორე პენტა-თრიქი — პირველად როდის გაიტანა მესიმ ერთ მატჩში 5 გოლი?
თარიღი 06 Jun 2022, 11:31

არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლიონელ მესიმ ესტონეთთან (5:0) გამართულ ამხანაგურ მატჩში ხუთი გოლის გატანა მოახერხა.

მე-8 წუთზე "პსჟ"-ს ფორვარდმა თერთმეტმეტრიანი შეასრულა ზუსტად, პირველი ტაიმის ბოლოს კი დუბლი გაიფორმა. მეორე ნახევარში მან 47-ე, 71-ე, 76-ე წუთებზე გაიტანა და პენტა-თრიქი შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ მესიმ ნაკრების მაისურით კარიერაში პირველად გაიტანა ერთ მატჩში 5 გოლი.

საერთო ჯამში, ლეოსთვის ეს მეორე პენტა-თრიქია - პირველი 2012 წელს, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, "ბარსელონასა" და "ლევერკუზენს" (7:1) შორის გამართულ შეხვედრაში შეასრულა.

მოგეხსენებათ, 34 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავი 86 გოლით "ალბისელესტეს" ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.