ავტორიზაცია

კონტრაქტის პირობებიც გაირკვა — მამარდაშვილის ვალენსიას გატუზო გაწვრთნის

კონტრაქტის პირობებიც გაირკვა — მამარდაშვილის ვალენსიას გატუზო გაწვრთნის
თარიღი 06 ივნ 2022, 17:48

"მილანისა" და "ნაპოლის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ჯენარო გატუზო "ვალენსიას" ჩაიბარებს, სადაც ქართველი გოლკიპერი, გიორგი მამარდაშვილი ირცხება.

44 წლის იტალიელმა "ღამურებთან" 2-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა, წელიწადში 3 მილიონ ევროიანი ხელფასით (+ ბონუსები), იტყობინება გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

როგორც აღინიშნება, "ვალენსიაში" გატუზოს დანიშვნა ამ კვირაში ოფიციალურად დადასტურდება.

აღსანიშნავია, რომ ჯენარო ბოლოს "ნაპოლიში" მუშაობდა - 2019 წლიდან 2021 წლამდე.

მოგეხსენებათ, მამარდაშვილის გუნდს აქამდე ხოსე ბორდალასი წვრთნიდა, რომელმაც გუნდი გასულ კვირაში დატოვა.

2021/22 წლების სეზონში "ვალენსიამ" ლა ლიგაში მე-9 ადგილი დაიკავა და ქვეყნის თასის ფინალში გავიდა, სადაც "ბეტისთან" თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა.