ავტორიზაცია

"იბრაჰიმოვიჩთან შედარება ჰოლანდისთვის წამგებიანია" - შვედეთის ნაკრების მცველი

"იბრაჰიმოვიჩთან შედარება ჰოლანდისთვის წამგებიანია" - შვედეთის ნაკრების მცველი
თარიღი 06 ივნ 2022, 19:22

შვედეთის ნაკრების მარცხენა ფლანგის მცველმა ლუდვიგ აუგუსტინსონმა იბრაჰიმოვიჩი-ჰოლანდის შედარებაზე ისაუბრა.

"როდესაც საკუთარ თავს ზლატანს ადარებ, მუდამ დამარცხებული გამოდიხარ. ვფიქრობ, იბრას არავინ უნდა გაუტოლდეს და გამონაკლისი არც ერლინგია." - სკანდინავიელი უკანახაზელის სიტყვებს Corriere dello Sport ავრცელებს.

ნორვეგიელი ფორვარდი გასაოცარ შედეგებს აჩვენებს და სწორედ ამიტომ, სპორტულ მედიაში მის დიდ საფეხბურთო ფიგურებთან შედარებებსაც ვხვდებით. შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ სიტის" ახალმა შენაძენმა "დორტმუნდში" გატარებულ 2.5 სეზონში 89 მატჩი ჩაატარა და 86 გოლი გაიტანა.