ავტორიზაცია

ლივერპული დარვინ ნუნიესით ინტერესდება, ბენფიკამ ფასი დაასახელა

ლივერპული დარვინ ნუნიესით ინტერესდება, ბენფიკამ ფასი დაასახელა
თარიღი 06 ივნ 2022, 20:10

ლისაბონის "ბენფიკას" თავდამსხმელმა, დარვინ ნუნიესმა კარიერა შესაძლოა ინგლისის ჩემპიონატში გააგრძელოს.

როგორც ბრიტანულ პრესაში იწერება, 22 წლის ურუგვაელი ფეხბურთელით "ლივერპული" ინტერესდება.

მიუხედავად კონკრეტული ინტერესისა, მერსისაიდელები ახალგაზრდა ფორვარდში ნებისმიერი თანხის გადახდას არ აპირებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, "ბენფიკა" ნუნიესს 80 მილიონ ევროდ აფასებს.

2021/22 წლების სეზონში დარვინმა ყველა ტურნირზე ერთად "არწივების" მაისურით 41 მატჩი ჩაატარა, 34 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი პასი გააკეთა.