ავტორიზაცია

VIDEO: იჩხუბეს თუ არა ვინისიუსმა და რიჩარლისონმა? პრესამ ყველაფერი გადაატრიალა

თარიღი 06 ივნ 2022, 21:52

გუშინ ინტერნეტში მთელი დღე ტრიალებდა სურათები ბრაზილიის ნაკრების ვარჯიშიდან, სადაც, ერთი შეხედვით, რიჩარლისონი და ვინისიუს ჯუნიორი ჩხუბობდნენ, თანაგუნდელებს კი მათი გაშველება სურდათ.

პრესამ ეს ნაკრებში განხეთქილებად და ფეხბურთელებს შორის კონფლიქტად მონათლა, ვიდეოში კი ნათლად ჩანს, რომ სიტუაცია სრულიად განსხვავებული იყო და ფეხბურთელები უბრალოდ ხუმრობდნენ.