ავტორიზაცია

ხვალ, გასპერინიმ შესაძლოა ატალანტადან წასვლა დაადასტუროს - ვინ შეცვლის იტალიელს?

ხვალ, გასპერინიმ შესაძლოა ატალანტადან წასვლა დაადასტუროს - ვინ შეცვლის იტალიელს?
თარიღი 06 ივნ 2022, 23:55

ჯანპიერო გასპერინიმ „ატალანტა“ შესალოა უახლოეს საათებში დატოვოს.

როგორც იტალიური გამოცემა Sport Mediaset იტყობინება, ბერგამოელების მთავარი მწვრთნელი ხვალ, თბილისის დროით 20:30 საათისთვის პრესკონფერენციას გამართავს და არ არის გამორიცხული, რომ მასზე, მან გამოაცხადოს, რომ მთავარი მწვრთნელის თანამდებობას ტოვებს.

დიდი ალბათობით, 64 წლის სპეციალისტს „ატალანტაში“ იგორ ტუდორი შეცვლის, რომელმაც „ვერონა“ ახლახანს დატოვა.

გასპერინი „ატალანტაში“ 2016 წლიდან მუშაობს, დასრულებულ სეზონში მისი ხელმძღვანელობით გუნდმა სერია ა-ში მე-8 ადგილი დაიკავა.