ავტორიზაცია

საკას პრემიერ ლიგის სხვა გრანდები ეპატიჟებიან, არსენალიდან წასვლის ალბათობა იზრდება

საკას პრემიერ ლიგის სხვა გრანდები ეპატიჟებიან, არსენალიდან წასვლის ალბათობა იზრდება
თარიღი 07 ივნ 2022, 12:59

"მანჩესტერ სიტი" და "ლივერპული" "არსენალის" გარემარბ ბუკაიო საკას ხელში ჩაგდებით ინტერესდებიან.

როგორც ბრიტანული გაზეთი Daily Mail-ი წერს, ორივე ინგლისური კლუბი 20 წლის ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებულ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება და მისდამი ინტერესს იჩენს.

ამ ზაფხულს ბუკაიოს "მეთოფეთა" რიგებიდან წასვლა ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ მისდამი ყველაზე დიდ ყურადღებას "სიტი" იჩენს.

ახალგაზრდა შემტევს "არსენალთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, შეთანხმებაში თანამშრომლობის კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების პუნქტია გათვალისწინებული და როგორც ვარაუდობენ, კლუბი ამ ოფციას გააქტიურებს.

ლონდონელები საკას ახალ გრძელვადიან ხელშეკრულებაზე ჯერ ვერ უთანხმდებიან. მხარეებს შორის პირველი კონტაქტი სეზონის დასაწყისში შედგა, მაგრამ მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე ჩემპიონთა ლიგაზე ვერგასვლამ დიდი გავლენა იქონია.

შედეგად, შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით, "სიტისა" და "ლივერპულის" იმედები გაიზარდა - საკას ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე ჯერ არ უთამაშია და შესაძლოა, "არსენალთან" კონტრაქტის გახანგრძლივება იუაროს.

2021/22 წლების სეზონში ინგლისელმა ყველა ტურნირზე ერთად "მეთოფეების" მაისურით 43 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 7 ასისტიც მიითვალა.