ავტორიზაცია

"თქვენი დამსახურებით ნაწილებად არ დავიშალე", - საულ ნიგესი ჩელსის დაემშვიდობა

"თქვენი დამსახურებით ნაწილებად არ დავიშალე", - საულ ნიგესი ჩელსის დაემშვიდობა
თარიღი 07 ივნ 2022, 23:11

ესპანელი ნახევარმცველი საულ ნიგესი „ჩელსის“ დაემშვიდობა.

ფეხბურთელს ერთსეზონიანი იჯარა ამოეწურა, ლონდონურმა კლუბმა მისი გამოსყიდვა არ მოისურვა და ფეხბურთელი „ატლეტიკოში“ ბრუნდება.

„მოგესალმებით, „ლურჯებო“. გწერთ, რათა დაგემშვიდობოთ. მინდა მოგიყვეთ, რას ვგრძნობდი ამ თავგადასავლის დროს. ყველაფერი არც ისე კარგად დაიწყო. სახლში დიდხნიანი ყოფნის შემდეგ, ეს ცვლილება ჩემთვის ადვილი არ ყოფილა.

ნელ-ნელა სიტუაცია გაუმჯობესდა. ცხოვრებაში ყველაფერი განვითარებაში და სწავლაში გეხმარება და მე ამ თავგადასავალმა ბევრი მასწავლა.

მინდა, კლუბს ყველა დეტალზე ზრუნვისთვის მადლობა გადავუხადო, რისი დამსახურებითაც თავი ისე ვიგრძენი, როგორც საკუთარ სახლში. მინდა, ყველა თანამშრომელს დიდი მადლობა გადავუხადო.

მადლობა, რომ კლუბი უფრო დიდი გახადეთ. მადლობა ყველა გულშემატკივარს, რომ ყველაფრის მიუხედავად მხარს მიჭერდნენ, მე მუდამ თქვენი მადლიერი ვიქნები. მადლობა ყველა თანამშრომელს, რომ ლურჯი მაისურით ტიტულების მოგების შანსი მომცეს.

თუმცა, პირველ რიგში მსურს მადლობა თანაგუნდელებს ვუთხრა. ისინი არიან მთავარი მიზეზი იმისა, რის გამოც ნაწილებად არ დავიშალე. ისინი დამეხმარნენ მშვიდად ცხოვრებაში და გუნდის გაცნობაში, ყოველდღე პოზიტივის შენარჩუნებაში.“ - წერს საული სოციალურ ქსელში.