ავტორიზაცია

"გზის გაგრძელების სამ ვარიანტს ვხედავ", - გასპერინიმ ატალანტადან გადადგომა უარყო

"გზის გაგრძელების სამ ვარიანტს ვხედავ", - გასპერინიმ ატალანტადან გადადგომა უარყო
თარიღი 07 ივნ 2022, 23:16

მიუხედავად წასვლის თაობაზე გავრცელებული ინფორმაციებისა, ჯანპიერო გასპერინიმ „ატალანტაში“ დარჩენა გადაწყვიტა.

გუშინ გავრცელდა ინფო, რომ იტალიელი მწვრთნელი დღეს „ატალანტადან“ წასვლის განცხადებას პრესკონფერენციაზე გააკეთებდა.

„გუშინ ჩემ გადადგომაზე გავრცელდა საუბრები. მე ამ თაობაზე არავინ დამკავშირებია და არსად გადადგომაზე არ მიფიქრია, დღეს არსად არ მივდივარ.

თუმცა, კლუბმა გარკვეული გადაწყვეტილებები ბევრი კომპონენტის მიხედვით უნდა მიიღოს.

მე სამ გზას ვხედავ. პირველი - გაძლიერების ძებნა, ტოპ-ფეხბურთელები, რომლებიც ჩვენი გუნდის ფასს გაზრდიან.

ან, შემადგენლობის გაახალგაზრდავება უნდა ვცადოთ. ასეთ დროს, ძალიან უნდა დავაფასოთ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც ჯორჯო სკალვინი და ტენ კომპეინერსი არიან.

კიდევ ერთი ხერხი - გააკეთო ან ცოტა, ან სულაც არაფერი და დარჩე იქ, სადაც ახლა ვართ:“ კარგი, მოდით წინსვლაზე ვიფიქროთ. გადაწყვეტილებები ამ სამი ფილოსოფიის მიხედვით უნდა მივიღოთ.“ - აღნიშნა ბერგამოელების მწვრთნელმა.