ავტორიზაცია

VIDEO: ინგლისი გერმანიასთან მარცხს ჰარი კეინის მიერ 88-ე წუთზე გატანილი გოლით გადაურჩა

თარიღი 08 ივნ 2022, 01:16

უეფას ერთა ლიგის მე-2 ტურში გერმანიამ და ინგლისმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს.

შეხვედრა მიუნხენში სტადიონ „ალიანც არენაზე“ გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა.

50-ე წუთზე „ბუნდესნაკრები“ ჰოფმანის გოლით დაწინაურდა,  88-ზე კი პენალტი დაინიშნა, რომელიც ჰარი კეინმა გოლად აქცია და თავის გუნდს ქულა გადაურჩინა.

2 ტურის შემდეგ გერმანია ჯგუფში 2 ქულით მე-3 ადგილს იკავებს, ინგლისისთვის კი ეს ქულა პირველი იყო და გუნდი ბოლო პოზიციაზეა.