ავტორიზაცია

სამედიცინო შემოწმებაც გავლილია — როდის გაოფიციალურდება ჩუამენის რეალში ტრანსფერი?

სამედიცინო შემოწმებაც გავლილია — როდის გაოფიციალურდება ჩუამენის რეალში ტრანსფერი?
თარიღი 08 Jun 2022, 12:06

"მონაკოს" ჩამშლელმა ნახევარმცველმა, ორელიენ ჩუამენიმ "რეალში" ტრანსფერის დადასტურების წინ სამედიცინო შემოწმება გაიარა.

გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის ფეხბურთელს შესაბამისი პროცედურები საფრანგეთის ეროვნული ნაკრების განკარგულებაში ყოფნისას ჩაუტარდა.

როგორც აქამდე გახდა ცნობილი, "ბლანკოსმა" მონაკოელებთან ახალგაზრდა ნახევარმცველის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია.

"რეალს" ჩუამენის ტრანსფერი 80 მილიონი ევრო დაუჯდება, დამატებით 20 მილიონი კი ბონუსების სახით იქნება გათვალისწინებული.

გასულ სეზონში "მონაკოს" ლიდერმა ყველა ტურნირზე ერთად 50 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.