ავტორიზაცია

ფეხბურთელი, რომელსაც ლივერპული იანვრიდან აკვირდება და ამ ზაფხულს მის შეძენას აპირებს

ფეხბურთელი, რომელსაც ლივერპული იანვრიდან აკვირდება და ამ ზაფხულს მის შეძენას აპირებს
თარიღი 08 ივნ 2022, 16:57

"ლივერპული" "ვილიარეალის" გარემარბ არნო დანიუმას ხელში ჩაგდებით ინტერესდება, წერს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისური გრანდი 25 წლის ჰოლანდიელს იანვრის თვიდან მოყოლებული აკვირდება.

აღსანიშნავია, რომ "ყვითელი წყალქვეშა ნავის" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა დაახლოებით 45 მილიონ ევროს შეადგენს.

დანიუმა "ვილიარეალმა" 2021 წლის აგვისტოში "ბორნმუთიდან" 23,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ იყიდა.

გასულ სეზონში ჰოლანდიელმა შემტევმა ყველა ტურნირზე ერთად ესპანური გუნდის ღირსება 34 მატჩში დაიცვა, 16 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი პასი გააკეთა.