ავტორიზაცია

პირლო სამწვრთნელო საქმეს უბრუნდება — იუვენტუსის ექს-დამრიგებელი ახალ გუნდში დანიშვნასთან ახლოსაა

პირლო სამწვრთნელო საქმეს უბრუნდება — იუვენტუსის ექს-დამრიგებელი ახალ გუნდში დანიშვნასთან ახლოსაა
თარიღი 08 ივნ 2022, 18:42

დიდი ალბათობით, "იუვენტუსის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ანდრეა პირლო კარიერას თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელებს.

როგორც ცნობილი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა იტყობინება, 43 წლის იტალიელი "ფათიჰ კარაგიუმრუკის" ჩაბარებასთანაა ახლოს.

გავრცელებული ინფორმაციით, პირლო თურქულ კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და გუნდს 2024 წლამდე უხელმძღვანელებს.

მოგეხსენებათ, ანდრეას პირველი და ჯერჯერობით ბოლო სამუშაო ადგილი "იუვენტუსი" გახლდათ, სადაც ერთი სეზონი იმუშავა და გასულ ზაფხულს დაითხოვეს.

პირლოს ხელმძღვანელობით "ბიანკონერიმ" სერია ა-ში მე-4 ადგილი დაიკავა, თუმცა იტალიის თასი და სუპერთასი მოიგო.

აღსანიშნავია, რომ "ფათიჰ კარაგიუმრუკმა" თურქეთის სუპერლიგის 2021/22 წლების სეზონის გათამაშება მე-8 ადგილზე დაასრულა.