ავტორიზაცია

"არა მგონია, ახლა მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლა უღირდეს", - ვან გაალმა აიაქსის მცველს რჩევა მისცა

"არა მგონია, ახლა მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლა უღირდეს", - ვან გაალმა აიაქსის მცველს რჩევა მისცა
თარიღი 08 ივნ 2022, 18:55

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ლუი ვან გაალის აზრით, "აიაქსის" მცველს, იურიენ ტიმბერს "ეშმაკუნების" რიგებში ახლა გადასვლა არ უღირს.

ამჟამად ჰოლანდიის ნაკრების დამრიგებელს პრესკონფერენციაზე 20 წლის უკანახაზელისადმი მანიკუნიანელთა ინტერესის შესახებ ჰკითხეს, აგრეთვე ისიც ჰკითხეს, მზად არის თუ არა ტიმბერი ამ ნაბიჯისთვის.

"მისი თვისებების მქონე ფეხბურთელი პრემიერ ლიგაში იასპარეზებს, მაგრამ საკითხავია, შეუძლია თუ არა ასეთი დიდი ნაბიჯის ახლა გადადგმა".

"თუ იქ რეგულარულად არ ათამაშებენ, მაშინ ეს საუკეთესო იდეა არ არის. მუდმივად მოედანზე უნდა იყოს", - ციტირებს 70 წლის სპეციალისტის სიტყვებს De Telegraaf-ი.

მოგეხსენებათ, ვან გაალი "მანჩესტერ იუნაიტედს" 2014 წლიდან 2016 წლამდე ედგა სათავეში.