ავტორიზაცია

"როგორია ნაკრების მდგომარეობა? რა შანსები გვაქვს მაკედონიასთან?" - სანიოლის კომენტარი

"როგორია ნაკრების მდგომარეობა? რა შანსები გვაქვს მაკედონიასთან?" - სანიოლის კომენტარი
თარიღი 08 ივნ 2022, 20:01

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად ჩრდ.მაკედონიას დაუპირისპირდება.

მატჩის წინ კომენტარი ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გააკეთა.

მარცხი მაკედონიასთან ფინალში

მაშინ ამ ნაკრებში მე არ ვმუშაობდი და არ ვუყურებ, როგორც რევანშის აღებას. ტურნირი იგივეა და მიზანიც იგივე, ინტენსივობა და ფორმა უნდა შევინარჩუნოთ და სამშობლოში სასურველი შედეგით დავრუნდეთ.

ფეხბურთელების მდგომარეობაზე

ნაკრებში 29 ფეხბურთელი გვყავს და ხვალინდელ თამაშში ყველა მოთამაშე სრულ მზადყოფნაშია. ეს ძალიან კარგია და მახარებს.

შანსები მაკედონიასთან

მაკედნიამ ბოლო ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, ბოლოს კი იტალიას მოუგო და ფინალში პორტუგალიას ეთამაშა, შანსებზე საუბარი რთულია, რადგან წინ ორი თამაშია, ერთი ხვალ, მეორე კი სექტემბერში. მაკედონია ბოლო 2 წლის განმავლობაში კარგ შედეგებს აფიქსირებს, თუმცა ყველაფერი მოედანზე გამოჩნდება.

ჯგუფის ფავორიტებზე

მაკედონიამ ბულგარეთთან კარგად ითამაშა და ეს სტატისტიკაშიც გამოჩნდა, ბულგარეთისთვის იმ შეხვედრაში ქულა დიდი მიღწევა იყო, მათ გიბრალტარსაც მოუგეს და შეიძლება ითქვას, ტურნირი კარგად დაიწყეს. მაკედონიას გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს, ჩვენ მათი წინა ორი მატჩის ანალიზი გავაკეთეთ. საქართველო სხვის შედეგებზე დამოკიდებული არ არის. ჩვენ ყველა მატჩში მოსაგებად უნდა გავიდეთ და სასურველ მიზანს მივაღწიოთ.

წიტაიშვილის მდგომარეობაზე

წიტაიშვილი კარგ ფიზიკურ მდგომარეობაშია და ხვალინდელ თამაშში სათამაშოდ მზადაა.

GOAl.GE მაკედონიიდან