ავტორიზაცია

ტოტენჰემმა რაშფორდის შეძენა სცადა, თუმცა მანჩესტერისგან ძალიან კატეგორიული პასუხი მიიღო

ტოტენჰემმა რაშფორდის შეძენა სცადა, თუმცა მანჩესტერისგან ძალიან კატეგორიული პასუხი მიიღო
თარიღი 08 ივნ 2022, 22:20

მარკუს რაშფორდმა „ტოტენჰემში“ გადასვლა იუარა.

„დეზებმა“ ფორვარდის შეძენა სცადეს, რომელსაც „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტით მხოლოდ ერთი წელი აქვს დარჩენილი.

The Times-ის ინფორმაციით, „ემიუმ“ 24 წლის ინგლისელის გაშვება იუარა. „ტოტენჰემს“ შეატყობინეს, რომ რაშფორდი „მან იუნაიტედში“ დარჩება და ახალი მთავარი მწვრთნელის, ერიკ ტენ ჰაგის ნდობის მოპოვებას შეეცდება.

გასულ სეზონში რაშფორდმა პრემიერ ლიგის 25 მატჩში მხოლოდ 4 გოლი გაიტანა.