ავტორიზაცია

"რონალდუს შემცვლელი? ასეთი ვერ იარსებებს, ვერავინ შეცვლის კრიშტიანუს", - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი

"რონალდუს შემცვლელი? ასეთი ვერ იარსებებს, ვერავინ შეცვლის კრიშტიანუს", - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი
თარიღი 08 ივნ 2022, 23:34

პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდუ სანტუშმა, ჩეხეთთან ერთა ლიგის მატჩის წინ, რონალდუს შემცვლელზე ისაუბრა.

„არის თუ არა რაფაელ ლეაუ რონალდუს შემცვლელი? ისინი ერთიდაიგივე პოზიციაზე არ თამაშობენ, ამ თვალსაზრისით კრიშტიანუს შემცვლელი ფიზიკურად ვერ ეყოლება.

ფეხბურთში ვერავინ ვერ მოახერხებს რონალდუს შეცვლას და არ ღირს ლეაუსთვის ამის მიწერა. ლეაუ უნდა იყოს ლეაუ, ის არის გუნდში, იმიტომ რომ ამას იმსახურებს.

თუ ის ნაკრებში 21-22 წლის ასაკში იმყოფება, შესაბამისად მომავალი მისია. ნაკრები მასზე მომავალში იმედებს აუცილებლად დაამყარებს და ეს მრავალი ათწლეულის მანძილზე გაგრძელდება.“ - აღნიშნა სანტუშმა.