ავტორიზაცია

კლუბებმა ყველაფერს ხელი მოაწერეს - ორელიან ჩუამენის ტრანსფერი დაიხურა

კლუბებმა ყველაფერს ხელი მოაწერეს - ორელიან ჩუამენის ტრანსფერი დაიხურა
თარიღი 09 ივნ 2022, 15:03

ორელიან ჩუამენის ტრანსფერი მადრიდის „რეალში“ საბოლოოდ დაიხურა.

როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, „რეალმა“ და „მონაკომ“ ყველა შესაძლო საბუთი უკვე გააფორმეს და ტრანსფერი დახურულია.

ერთადერთი, რაც დარჩა - ჯერჯერობით პირადი კონტრაქტი არ გაუფორმებია თავად ფეხბურთელს, თუმცა ამ მხრივაც სანერვიულო არაფერია, ჩუამენი ყველა საჭირო საბუთს ხელს საფრანგეთი - ხორვატიას მატჩის შემდეგ მოაწერს, რომელიც 13 ივნისს გაიმარტება.

თავდაპირველად „რეალი“ „მონაკოს“ 80 მილიონ ევროს გადაუხდის, თუმცა ყველა შესაძლო ბონუსის შესრულების შემთხვევაში, ტრანსფერის საერთო ღირებულება 116 მილიონ ევრომდე გაიზრდება.