ავტორიზაცია

გრილიში: "ნაკრებში ბევრად თავისუფლად ვმოქმედებ, სიტიში კი ვცდილობ თავი დავიზღვიო"

გრილიში: "ნაკრებში ბევრად თავისუფლად ვმოქმედებ, სიტიში კი ვცდილობ თავი დავიზღვიო"
თარიღი 09 ივნ 2022, 15:41

ჯეკ გრილიშმა აღიარა, რომ „სიტიზე“ კომფორტულად თავს ეროვნულ ნაკრებში თამაშისას გრძნობს.

„ზოგჯერ მეჩვენება, რომ „სიტიში“ თამაშისას თავს ზედმეტად ვიზღვევ, მაგრამ როცა ნაკრებში მოვდივარ, ვარჯიშზეც კი უკეთესად გამომდის ყველაფერი. გოლებს ვიტან, ასისტებს ვასრულებ და ასე შემდეგ.

როცა მოედანზე გავდივარ... რთული ასახსნელია, მართლა ვგრძნობ, რომ ნაკრებში უფრო მეტი თავისუფლება მაქვს. იმედია, ამას კლუბშიც მოვიპოვებ და პროგრესს გავაგრძელებ.

რა თქმა უნდა, პეპ გვარდიოლა და გარეტ საუთგეიტი სრულიად განსხვავებულები არიან, ასე რომ არც ისე მარტივია ადაპტაცია.

პეპს ყველაფერი სტრუქტურულად აქვს. საწუწუნო არაფერია, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი რამ მისცა მან ფეხბურთს და რა წარმატებულია. ამავდროულად, გარეტი უფრო ჰგავს იმას, ვინც წარმოგიდგენიათ. რა თქმა უნდა, სქემა და სტრუქტურა აქაც გვაქვს, მაგრამ ის მეუბნება: „თუ გრძნობ, რომ სხვა ფლანგზე გირჩევნია გადასვლა და ბურთის იქ მიღება, გააკეთე.“ 

ეს თავისუფლების შეგრძნებას არ უკავშირდება, ამ შემთხვევაში ყველაფერი უფრო სიღრმიდან მოდის. იმედია, „მან სიტიშიც“ შევძლებ ამ თავდაჯერების მოპოვებას.“ - აღნიშნა „სიტის“ ისტორიაში სარეკორდო ტრანსფერმა.