ავტორიზაცია

ოფიციალურად: ალექსანდრ ლაკაზეტმა არსენალი დატოვა და ყოფილ გუნდში დაბრუნდა

ოფიციალურად: ალექსანდრ ლაკაზეტმა არსენალი დატოვა და ყოფილ გუნდში დაბრუნდა
თარიღი 09 ივნ 2022, 16:03

ფორვარდი ალექსანდრ ლაკაზეტი „ლიონში“ დაბრუნდა.

ფრანგმა ფეხბურთელმა მშობლიურ გუნდთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, 2025 წლის 30 ივნისამდე.

ლაკაზეტმა „არსენალი“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, მას შემდეგ, რაც გუნდში 5 წელი გაატარა.

როგორც ფრანგული კლუბი იტყობინება, ლაკაზეტმა სახლში დაბრუნება არჩია, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ბევრი შემოთავაზებაც ჰქონდა ევროპული კლუბებისაგან.

ლაკაზეტი „ლიონის“ აღზრდილია და ამ გუნდის მაისურით 8 სეზონში 275 მატჩი ჩაატარა და 129 გოლიც გაიტანა.

2017 წლის ივლისში „არსენალმა“ ის სწორედ „ლიონიდან“ 60 მლნ ევროდ გადაიბირა.