ავტორიზაცია

არსენალს დორტმუნდის ბორუსიას მცველს უკავშირებენ

არსენალს დორტმუნდის ბორუსიას მცველს უკავშირებენ
თარიღი 09 ივნ 2022, 17:42

ბრიტანული პრესის ინფორმაციით, „ბორუსია დორტმუნდის“ მცველი ემანუელ აკანჯი შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში გადაბარგდეს.

როგორც ირკვევა, შვეიცარიელი ფეხბურთელის აგენტებმა მისი დამატება ლონდონის „არსენალს“ შესთავაზეს.

„დორტმუნდი“ აკანჯის გაშვების წინააღმდეგი არ არის, თუ რომელიმე მსურველი გუნდი მასში 25 მილიონ ევროს გადაიხდის.

თუმცა, „არსენალი“ პრემიერ ლიგის ერთადერთი მსურველი არ არის, აჯანის სახელი აქამდე „მანჩესტერ იუნაიტედსაც“ დაუკავშირეს.