ჩრდ. მაკედონიასთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის ეგიდით, საქართველოს ნაკრები სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.
ცნობილია იმ 11 ფეხბურთელის ვინაობა, ვინც დღევანდელ მატჩს ძირითადში დაიწყებს:
მამარდაშვილი, კაკაბაძე, კვერკველია, კაშია, ხოჭოლავა, კვეკვესკირი, აბურჯანია, წიტაიშვილი, კვარაცხელია, დავითაშვილი, ზივზივაძე.
შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე აიღებს სტარტს.
მოგეხსენებათ, პირველი ტურის მატჩში საქართველოს ნაკრებმა შინაურ კედლებში გიბრალტარი (4:0) გაანადგურა, ხოლო მეორე ტურში სტუმრად ბულგარეთი (2:5).
GOAL.GE ჩრდ. მაკედონიიდან