19-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის მეორე რაუნდში იასპარეზებს. ლავრენტი დავითაშვილის გუნდი შესარჩევი მატჩებისთვის სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში ემზადება.
საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 2-8 აპრილს, ბულგარეთში გაიმართება. ჩვენი გუნდი ჯგუფის მასპინძელ ბულგარეთს, ლუქსემბურგს და ლიხტენშტაინს დაუპირისპირდება. ა ლიგის საგზურს ბ ლიგის ექვსი ჯგუფის გამარჯვებულებთან ერთად, ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს.
მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები 20 ფეხბურთელით ემზადება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: სალომე ხაჭაპურიძე (ელიტა), ანანო სიგუა (ნიკე-ლუსო), ნინო მეტრეველი (რუსთავი)
დაცვა: ლიზი ლომოური (ახალგორი), ლოლიტა კალოიანი (რუსთავი), ნათია ცეცხლაძე (კვარტალი), ელენე ბოლქვაძე (ბათუმი), თამუნა ლონდარიძე (ნორჩები), მარიამ კაკულია (ელიტა), ლიზი გოგალაძე (კვარტალი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ანანო მიქაბერიძე (რუსთავი), მარიამ მამფორია (რუსთავი), ნინი ბერიძე (კვარტალი), ელენე ჩიქოვანი (ნიკე-ლუსო), ლიზი კანკია (კვარტალი), ნინიკო ჩხეტიანი (რუსთავი), ანა საღირაშვილი (ნორჩები), ლიზი კაკულია (დინამო სოხუმი), მარიამ გოგოლაძე (დინამო სოხუმი), ანასტასია ბუჩუკური (ნიკე-ლუსო)
მატჩების განრიგი
2 აპრილი | ლუქსემბურგი - საქართველო | 17:00
5 აპრილი | საქართველო - ლიხტენშტაინი | 17:00
8 აპრილი | საქართველო - ბულგარეთი | 17:00
Nakrebi.ge