"გავა თუ არა საქართველო ევროპის ჩემპიონატზე?" - სანიოლის კომენტარი მოგების შემდეგ
ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და მაკედონია 3:0 გაანადგურა.
მატჩის შემდეგ კომენტარი ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გააკეთა.
"პირველ ტაიმში ჩვენი ნაკრების თამაშით კმაყოფილი არ ვარ. მეორე ნახევარში ტაქტიკური ცვლილებები გავაკეთე და ამან შედეგი გამოიღო. ჩემი მიზანი იყო, ისეთი შემადგენლობა დამეყენებინა, ვინც აღნიშნულ მატჩს საუკეთესოდ ჩაატარებდა.
გავალთ თუ არა ევროპის ჩემპიონატზე? წინა თვეებში ჩავარდნა იყო, ახლა კარგ ფორმაში ვართ და ეს მახარებს. ყველა ერთად ვმუშაობთ, რათა ამ დიდ წარმატებას მივაღწიოთ. ჩემი ფეხბურთელების ბოლომდე მჯერა და ვიცი, რომ ძალებს არ დაიშურებენ.
ბევრს გაუკვირდა, რომ მამარდაშვილი ძირითადში იყო. როგორც ვთქვი, ნაკრებში 29 ფეხბურთელი მყავს და ყველას გამოყენება ნებისმიერ დროს შეიძლება დამჭირდეს.
დიდი მადლობა გულშემატკივარს, რომელთაც ამხელა გზა გამოიარეს და ბოლომდე დაგვიდგნენ მხარში. წინ ბულგარეთთან მატჩია, რაზეც ჯერ არ ვფიქრობ", - განაცხადა სანიოლმა.
GOAL.GE მაკედონიიდან