რონალდუსთან ახლოს, პორტუგალიაზე წინ - საქართველოს ნაკრები ევროპაში გამორჩეულია!
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშება დიდებულად დაიწყო და სამიდან სამივე მატჩი მოიგო.
გარდა იმისა, რომ ნაკრებს 9 ქულა აქვს, ვილი სანიოლის გუნდი რამდენიმე კომპონენტში ევროპაში გამორჩეულია.
მიმდინარე ერთა ლიგაზე 3 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ჯამში ყველაზე მეტი, 57 მომენტი აქვს შექმნილი.
ჩვენს ნაკრებს ასევე ყველაზე მეტი, 12 გოლი აქვს გატანილი, ხვიჩა კვარაცხელია კი ბომბარდირთა დავაში 3 გატანილი ბურთით ლიდერთა შორისაა.
საგოლე გადაცემებში ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი წიტაიშვილი მხოლოდ ბერნარდო სილვას ჩამორჩებიან, კარში ყველაზე მეტი დარტყმა კი ლეგენდარული კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ ჰოლანდს, კვარაცხელიას და მიქაუტაძეს აქვთ.
GOAL.GE მაკედონიიდან