დარვინ ნუნიესისთვის ბრძოლაში ლივერპულს სერიოზული კონკურენტი ჰყავს
"ბენფიკას" თავდამსხმელ დარვინ ნუნიესისთვის ბრძოლაში, რომლის შეძენის მთავარი პრეტენდენტი "ლივერპულია", "მანჩესტერ იუნაიტედიც" ერთვება.
როგორც პორტუგალიელი ჟურნალისტი, პედრუ სეპულვედა წერს, 22 წლის ურუგვაელის აგენტი, ჟორჟე მენდეში "ეშმაკუნების" ახალ მთავარ მწვრთნელს, ერიკ ტენ ჰაგს შეხვდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ლისაბონელთა ფორვარდის მომავალი შესაძლოა უახლოეს საათებში გაირკვეს.
თავად ახალგაზრდა ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგაზე სურს თამაში. აქამდე ცნობილი გახდა, რომ "ლივერპულმა" მასთან პირადი კონტრაქტის პირობები უკვე შეათანხმა.
"ბენფიკა" გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურის სანაცვლოდ საერთო ჯამში დაახლოებით 100 მილიონ ევროს ითხოვს.
გასულ სეზონში ნუნიესმა ყველა ტურნირზე ერთად ლისაბონელთა მაისურით 41 მატჩი ჩაატარა, 34 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი პასი გააკეთა.