ავტორიზაცია

მანჩესტერი ანტონის შეძენაზე მუშაობს, პოტენციური ტრანსფერის ღირებულებაც გარკვეულია

მანჩესტერი ანტონის შეძენაზე მუშაობს, პოტენციური ტრანსფერის ღირებულებაც გარკვეულია
თარიღი 10 ივნ 2022, 18:27

"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა "აიაქსის" გარემარბის, ანტონის ხელში ჩაგდებით ინტერესდება.

როგორც GOAL Brasil იტყობინება, 22 წლის ფეხბურთელის წარმომადგენლები "ეშმაკუნებთან" მოლაპარაკებების გასამართად ევრიოაში ჩავიდნენ. პოტენციური ტრანსფერი 60 მილიონ ევროდ ფასდება.

ანტონის მომავალი უახლოეს დღეებში გაირკვევა. შესაძლოა, "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი მთავარი მწვრთნელის, ერიკ ტენ ჰაგის პირველი შენაძენი სწორედ ბრაზილიელი გახდეს.

ცნობისთვის, ახალგაზრდა შემტევს "აიაქსთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

გასულ სეზონში ანტონიმ ყველა ტურნირზე ერთად ამსტერდამელთა ღირსება 33 მატჩში დაიცვა, 12 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.