ავტორიზაცია

ბარსელონა ჩამოყალიბდა, თუ რამდენად აფასებს დე იონგს

ბარსელონა ჩამოყალიბდა, თუ რამდენად აფასებს დე იონგს
თარიღი 10 ივნ 2022, 22:06

„ბარსელონა“ ჩამოყალიბდა, თუ რამდენის მიღება სურს ფრენკი დე იონგის სანაცვლოს.

ESPN-ს ინფორმაციით, კატალონიური კლუბი მზადაა ნიდერლანდელი „მან იუნაიტედში“ 100 მილიონ ევროდ გაყიდოს.

„ბლაუგრანა“ ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „წითელი ეშმაკები“ ზემოთხსენებული თანხის გადახდას სთავაზობენ.

„მანჩესტერისთვის“ დე იონგი ნომერ პირველი სატრანსფერო სამიზნეა და გუნდმა მისი შეძენისკენ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა, თუმცა 60+10 მილიონიანი შეთავაზება „ბარსელონამ“ უმალვე დაბლოკა.