ავტორიზაცია

გრანდების ინტერესის მიუხედავად - კრისტოფერ ნკუნკუს მომავალი თითქმის გადაწყვეტილია

გრანდების ინტერესის მიუხედავად - კრისტოფერ ნკუნკუს მომავალი თითქმის გადაწყვეტილია
თარიღი 10 ივნ 2022, 23:47

გერმანული გამოცემა Leipziger Volkszeitung-ის ინფორმაციით, „ლაიპციგის“ ფრანგი შემტევის, კრისტოფერ ნკუნკუს მომავალი გადაწყვეტილია.

მიუხედავად იმისა, რომ „პსჟ-ს“ აღზრდილი ფეხბურთელით „ჩელსი“, „რეალი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და თავად „პსჟ-ც“ ინტერესდებოდნენ, ახალგაზრდა შემტევმა გერმანულ გუნდთან ახალი კონტრაქტის გაფორმება და დარჩენა გადაწყვიტა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს ნკუნკუ და ექნება თუ არა კონტრაქტში გაწერილი გამოსასყიდი თანხა, თუმცა თითქმის ეჭვებს აღარ იწვევს ის ფაქტი, რომ მინიმუმ კიდევ ერთ სეზონს ფრანგი „ლაიპციგში“ გაატარებს.

მოქმედი კონტრაქტი კრისტოფერს „ლაიპციგთან“, რომელშიც ის 2019 წელს გადავიდა, 2024 წლამდე აკავშირებს, Transfermarkt მას 80 მლნ ევროდ აფასებს. ბუნდესლიგის გასულ სეზონში ნკუნკუმ 33 მატჩში 20 გოლი და 14 ასისტი მიითვალა.